LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო 28 წლის ორსული, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა – რას წერდა ფეისბუქზე გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე

4052
GOGONA

ქუთაისში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ხათუნა გეთია კლინიკა „ბომონდში“ 30 ივლისს შეიყვანეს.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტს შესვლისთანავე სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა და ყველანაირი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარში ცხოვრობდა.

“პი­რად­ში ვე­რა­ვის გწერთ, მე­გობ­რე­ბო. ვცდი­ლობ დავძლიო ეს სა­ში­ნე­ლე­ბა” – წერ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 დღით ადრე, ფე­ის­ბუ­ქზე ხა­თუ­ნა გე­თია.

ახლობლების თქმით, გარდაცვლილი პირველ შვილს ელოდებოდა.

„არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს შოკში ვართ და კიდე არ გვჯერა როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას როგორი ბედნიერი იყავი. თუმცა არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ #კორონამ შენ ნანატრთან შეხვედა.

როგორ ელოდებოდი, რომ მალე ჩაიკრავდი გულში შენ ტკბილ ბაიას ჩვენი შვილები ხომ საუკეთესო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ.

არცთუ ისე კარგად გიცნობდი, მაგრამ უზომოდ თბილი და კეთილი გოგო იყავი და ესე იქნება სულ. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ხათუ“.- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

„ახა­ლი გა­თხო­ვი­ლი იყო და პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი გოგო. არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, რო­გორც ვიცი. ჟანგბა­დის აპა­რა­ტი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­უ­ტა­ნი­ათ, რო­გორც გა­ვი­გე” – ამბობს „ამბები.გე“-თან საუბარში გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ეს დღიურად გარდაცვლილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები