საქართველოში დღეს არჩევნები იმართება. საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს ქვეყნის პირველმა პირებმა. დილის რვა საათისთვის გადაწყვიტა არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

ბერა ივანიშვილი ხმის მისაცემ ყუთთან ოჯახთან, კერძოდ დედასთან და მამასთან ერთად მივიდა.
ბერას საარჩევნო უბანზე არ ახლდა მეუღლე ნანუკა გუდავაძე, რომელიც წინა არჩევნებზე სწორედ იმ მისამართზე მივიდა ხმის მისაცემად, სადაც ივანიშვილების ოჯახი.
მეუღლესთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მარიკა ფანცულაიამ არჩევანის გაკეთება ყველა წესის დაცვით მეუღლესთან ერთად ხანგრძლივი რიგის გავლის შემდეგ მოახერხა.

კახა კალაძე 2020-ის ისტორიულ არჩევნებზე მეუღლის გარეშე, უფროს შვილთან, ლევანთან ერთად მივიდა.

მეუღლესთან ერთად გამოჩნდა საარჩევნო უბანზე ირაკლი ღარიბაშვილი. თავდაცვის მინისტრის საარჩევნო უბანზე გადაღებულმა ფოტომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

