„ვინც არ უნდა წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტს, ყველას აირჩევდნენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძე ეროვნული ბანკის ფინანსური საბჭოს საკითხზე საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ინსტიტუტი გადარჩა.
მან ამ პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა:
ირაკლი კობახიძე: „ზოგი ჭირი მარგებელია“ – ეროვნული ბანკი გასუფთავდა, სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო“
როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციაში ამ თემის მიმართ დიდი მოლოდინი ჰქონდათ და „ეგონათ, რომ ეს იყო ის თემა, რომლის საფუძველზეც აქ სიტუაციას აადუღებდნენ, ხალხს დაამობილიზებდნენ“.
„ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით.
იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გასწიეს გვერდზე“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.