LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას: არჩილ თალაკვაძე

213
თალაკვაძე (2)

საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს აფასებს.

,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი თუ ნატოს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?!

შეხვედრა შედგა – იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში”, – წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები