LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც მოითმენს, ის მოიგებს“ აღარ მოქმედებს – საქართველოში განქორწინებების რიცხვი გაიზარდა

872
xatianesw30

„იმედის დღემ“ გაასაჯაროვა 2019 წლის სტატისტიკა, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ოფიციალური ქორწინებების დანგრევის მზარდი სტატისტიკაა. 2019 წელს 12000 ოჯახზე მეტი დაინგრა. „იმედის დღეში“ ამ განქორწინების მიზეზებზე სასუბროდ მსახიობი თამარ მაყაშვილი და პიარ სპეციალისტი, ხატია შამუგია მიიწვიეს.

ნიკოლოზ წულუკიძის რეპლიკაზე, რომ მშობლები შვილებს მუდამ არიგებდნენ ჭკუას ფრაზით – „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“, თამარ მაყაშვილი პასუხობს, რომ ამით ჯერ მოგებული არავინ დარჩენილა: „ბოლო პერიოდში არ არის გაზრდილი, ჩემი აზრით, ადრეც იყო… უბრალოდ, ახლა დაიწყეს თვლა. ვინც მოითმინა, შეიძლება, მოიგო, მაგრამ ჩემ გარშემო ასეთი არავინაა. ჩემი მშობლები უფროსი ასაკის იყვნენ, მაგრამ არასდროს უთქვამთ ასეთი რამ – თამარ, აქ არაფერი გამოვა და სანამ დროა, ნურც შენ იწვალებ თავს და ნურც ბავშვებს გააწვალებო, რადგან ასეთ ატმოსფეროში გაზრდილი ბავშვები ბევრად უფრო გაღიზიანებულები არიან… ალბათ, მე გამიმართლა ამ კუთხით…“

ხატია შამუგია:

„საერთოდ, მე გამიგია, რომ მამაკაცს უფრო უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებას დაფიქრებულად იღებს ქალი… მამაკაცმა შეიძლება, იწვალოს, სახლში გული არ უდგებოდეს, სხვაგან გაურბოდეს, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა აგდეს და წავიდეს, თუკი ქალმა არ ჩაულაგა და გაუშვა. ასაკმა და გამოცდილებამ მასწავლა, მაგრამ რაღაცების მოთმენა არა, მაგრამ დათმობა აუცილებელია. სიჯიუტე, სიხისტე, სისხლი როცა გიჩქეფს და გგონია, რომ ყველაზე მაგარი ხარ, პირველობისთვის ქიშპობა როცა მიდის, როცა ორს შორის ლიდერობისკენ რომელიღაც იწევს, ცოტა უნდა დათმო. აქ თავის დახრას არ ვგულისხმობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები