სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მივიდა.
„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და სულ პირიქითო, თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო”, – წერს სალომე ბარკერი.
ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს