LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა დას დაბადების დღე ბავშვობის ფოტოთი მიულოცა

80

თავის ინსტაგრამზე ვიქტორია ბექჰემმა ბავშვობისდროინდელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის დასთან, ლუიზასთან და ძმასთან, კრისტიანთან ერთად არის გამოსახული. ბავშვობის ბედნიერი მომენტები ვიქტორიამ ლუიზას დაბადების დღის გამო გაიხსენა.

„გილოცავ დაბადების დღეს, ლუიზა, ყველას ძალიან გვიყვარხარ. შენ საუკეთესო და ხარ, ვამაყობთ შენით“ – დაწერა ბექჰემმა.

ლუიზა ვიქტორიაზე ორი წლით უმცროსია. ის შოუბიზნესისგან ძალიან შორს არის. დებს ერთმანეთთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ.

ვიქტორია ლუიზასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები