LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის დააჯდა სიკვდილის ბუზი?“ – დემი მურის, ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

195
page

„ოქროს გლობუსის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალს უხერხული სიტუაციებისა და მცირე სკანდალის გარეშე არც წელს ჩაუვლია. ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული, დემი მური, ნომინანტი, ტიმოთი შალამე და მისი მეგობარი გოგო, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კაილი ჯენერი მოხვდა.

დაჯილდოების შემდეგ, მური იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც ტიმოთი და კაილი ისხდნენ. მური შალამეს დიდი ოვაციებით შეხვდა, კაილის კი ზედაც არ შეხედა და სრული „იგნორი“ გაუკეთა. აშკარაა, კაილის სულაც არ მოეწონა მისი საყვარელი მამაკაცისა და დემი მურის ასეთი ემოციური შეხვედრა.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტსივრცეში და უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„ვის დააჯდა სიკვდილის ბუზი?“, „რა თვალებით უყურებს დემის“, „აი იგნორიც ამას ჰქვია“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: დემი მურის ტრიუმფი და გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე – 62 წლის მსახიობმა პირველი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა

ვიდეო: გამარჯვებული დემი მურის ენერგიული ცეკვა და ფოტოები „ოქროს გლობუსის“ შემდგომი წვეულებიდან

ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ტკბილი კოცნა – წყვილის ფოტოები „ოქროს გლობუსის“ წვეულებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები