LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მფლობელობაშია ყველაზე ძვირად ღირებული იახტები – კინოთეატრებით, ვერტმფრენებითა და წყალქვეშა გემებით

141
RW-COMP-EXPENSIVE-YACHTS-V2

კომპანია Ritzy Charters-ის ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს და ცნობილი ადამიანების ყველაზე მდიდრული იახტები გამოავლინეს. საინტერესო სია ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა გაავრცელა.

რეიტინგის პირველ ადგილს იახტა The Rising Sun იკავებს. ხომალდი ამერიკელ პროდიუსერს, კინო სტუდიის ხელმძღვანელსა და ბიზნესმენს დევიდ გეფენს ეკუთვნის. 2010 წელს მილიარდერმა მასში 200 მილიონი დოლარი გადაიხადა, თუმცა ახლა ღირებულება 590 მილიონამდეა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ხომალდის ბორტზე 82 კაიუტაა განთავსებული, სადაც 18 სტუმარი და ეკიპაჟის 55 წევრი კომფორტულად განთავსდება. იახტაზეა კალათბურთის მოედანი, ღვინის მარანი, კინოთეატრი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, სპა და აუზი.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს იახტას ბევრი ცნობილი პერსონა სტუმრობდა, მათ შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, ოპრა იუნფრი, ჯულია რობერტსი, სტივენ სპილბერგი და აშშ-ს ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი.

ამერიკელი ბიზნესმენი, Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი Ritzy Charters-ის სიაში სიდიდითა და ღირებულებით მეორე იახტის მფლობელია. მისი ფასი 500 მილიონი დოლარია. იახტა სპეციალურად ბეზოსისთვის ააგეს. ტაბლოიდი აზუსტებს, რომ ბეზოსის სელებრით სტუმრებს შორის იყვნენ მომღერალი კეტი პერი და მსახიობი ორლანდო ბლუმი.

რეიტინგის მესამე ადგილს იახტა Eos იკავებს. ხომალდი ფრანგ მოდელიერს დიანა ფონ ფურშტენბერგსა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ბარი დილერს ეკუთვნით. წყვილმა ის 2009 წელს 200 მილიონ დოლარად შეიძინა.

Ritzy Charters-ის ფეშენებელური იახტების მფლობელთა სიაში მოხვდნენ ასევე – იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი, ამერიკელი სპორტსმენი ტაიგერ ვუდსი და ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები