ბელგიაში, საზღვაო ქალაქ დე პანეში, ზღვის თოლიების ყვირილის იმიტირების – მესამე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა კუთხიდან 50 მონაწილე ჩავიდა, წერს Reuters.
იან სეისის, კონკურსის ჟიურის და საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრის მიზანი – ადამიანებში თოლიების მიმართ მეტი თანაგრძნობის გამოწვევაა, რამეთუ თოლიები სანაპირო ზოლის ნაწილს წარმოადგენენ.
ფინალში ის მონაწილეები გავიდნენ, ვისი პაროდიებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა: თოლიის ყვირილთან მსგავსება და ფრინველის ქცევის იმიტაცია.
ჟიურის აზრით, თოლიას ყველაზე მეტად 21 წლის არმო ჰგავდა, ნიდერლანდებიდან ჩამოსული სტუდენტი-არქიტექტორი.