LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც ახლა გიხარიათ და თვლით რომ აქამდე სად იყვნენ… თუ თვლით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და თქვენი შვილი ამას ვერ გაბედავს შიშით, გეტყვით — როცა დაიჭერენ და 7-8 წლით ციხეში გამოკეტავენ, მაშინ ნამდვილად არ მოგეწონებათ“ – ზურა სიხარულიძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

448
ზურა სიხარულიძე

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

„განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი“ – ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მკაცრდება

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გაყიდვა გაუტოლდება მკვლელობას და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-იდან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა

„ვისაც ახლა გიხარიათ და თვლით რომ აქამდე სად იყვნენ და ხართ ისინი ვინც თავის დროზე აპროტესტებთ 0-ტოლერანტობის. თუ თვლით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და თქვენი შვილი ამას ვერ გაბედავს შიშით, გეტყვით — როცა დაიჭერენ და 7-8 წლით ციხეში გამოკეტავენ, მაშინ ნამდვილად არ მოგეწონებათ.

საბა ბუაძე: „მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო – თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“

და კიდევ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ “აბა, რა უნდა ექნათ?” — ასეთი დურაკული კომენტარებისთვის ვბლოკავ.

რაც შეეხება გამსაღებლების მიმართ სახელმწიფოსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებას — ამაზე არ ვდაობთ, ეს უნდა იყოს დაუნდობელი“, – წერს ზურა სიხარულიძე.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g