“მე არავის ვუპირისპირდები, ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ,” – ასე პასუხობს „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერს, თაკო ჩარკვიანს.
შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა? – თაკო ჩარკვიანი
ბურჯანაძის განცხადებით, ვისაც თავშეკავების უნარი არ აქვს, პოლიტიკაში არ უნდა იყოს.
„მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ „რუსთავი 2“-თან.
