პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს!
ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“. – წერს აბაშიშვილი.
გიორგი აბაშიშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორია, განათლებით. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი 2015 წლის 4 დეკემბერიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე იყო.
დღეს ცნობილი გახდა, რა ერქმევა ყოფილი პრემიერის პარტიას. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გაახრიას გუნდს შეუერთდა ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი.
ცნობილია სახელი, რომელიც ყოფილი პრემიერის პარტიას ერქმევა – პრეზენტაცია ხვალ დაიგეგმა
არ მგონია, რომ ოქტომბრის პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე ჩვენს “ბეჭებზე დაცემას” შეძლებს: თეა წულუკიანი