„ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას, სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციას წარმოქმნა, რომელსაც ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება, ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე“ – წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზოგადოების როლსა და ხელისუფლების ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს“:
„ბოდიშს გიხდით..“ – სალომე ზურაბიშვილი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს მიმართავს
„ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობაც, ამავე დროს ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, აშენებს ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს და ამის მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს.
დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის, შემართების და ღირსების დღე უნდა იყოს.
იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც საკუთარი წარმატებით, საკუთარი შრომით, ნიჭით და ჟინით შეძლეს და საქართველოა ასახელეს წამყვან უნივერსიტეტებში.
გვჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასა და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნიან.
იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას, იმედი გვიჩნდება მაშინ, როცა იქ მცხოვრები ქართველები ყოველგვარ შევიწროებას უმკლავდებიან და არც ქართულ ენას და არც ქართველობას არ თმობენ…
ყველაზე მთავარი იმედი – ჩვენი საზოგადოებაა, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანის და ღირებულებების ერთგულება.
ამ საზოგადოების ძალა ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამეთუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს, მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა.
ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე დაიწყო.
სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა