LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციას ხელი უკვე მოეწერა!

29

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსიმა ხელი მოაწერეს.

ევროკავშირის საბჭომ ცვლილება რეგულაციაში 27 თებერვალს დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

„შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს დააახლოებს, გამყარდება ტურისტული და ბიზნესკავშირებიც. ამისთვის საქართველომ გაატარა ყველა საჭირო რეფორმა,“ – განაცხადა მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ.

რეგულაციის ტექსტი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში,  ძალაში კი შევა გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები