LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი ეთანხმება დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში დამარცხებულია

putini_0b43f

ვლადიმერ პუტინი ეთანხმება დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში დამარცხებულია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

„რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას, მთლიანობაში ვეთანხმები აშშ-ს პრეზიდენტს. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიეთ სირიაში ტერორიზმთან ბრძოლაში და სერიოზული დარტყმები მივაყენეთ „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოხდება ტერორისტული აქტიურობის სირიიდან სხვა ქვეყნებში გადაადგილება.

„არსებობს საფრთხე, რომ მოხდება ტერორისტული დაჯგუფებების მეზობელ რეგიონებში გადაადგილება, მაგალითად, ავღანეთში და ასევე სხვა ქვეყნებში. ეს ყველასთვის დიდი საფრთხეა,“ – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g