LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვნახოთ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ: ლევან იოსელიანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე

70
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების” წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” რიგებიდან დამოუკიდებელი დეპუტატების გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში ახალი ოპოზიციური ჯგუფი შეიქმნას.

“ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად კრიტიკულები იქნებიან და რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანმა.

მისი თქმით, გარკვეული კითხვები როგორც დეპუტატებთან, ისე ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან არსებობს და შესაბამისად, მათ მოუწევთ ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები გასცენ.

„თვითონ პროცესი, რაც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას” და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავის საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება.

ეს არის ლოგიკური, რადგან ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესების და გადაწყვეტილებების მონაწილე, რაც აქამდე გახარიას მეთაურობით იყო მიღებული. ამიტომ, მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმისთვის, რომ საზოგადოება  თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში დაარწმუნონ,” – განაცხადა იოსელიანმა.

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები