Volkswagen-მა ახალი, შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილი დააანონსა. გერმანული ბრენდი მიუნხენში გამართულ IAA Mobility 2025-ის ავტოსალონზე არა მხოლოდ ახალ T-Roc-ს, არამედ „წინასერიულ კონცეპტს“ – კომპაქტურ კროსოვერს წარადგენს. შოუქარის სკეტჩები სოციალურ ქსელში მთავარმა დიზაინერმა ანდრეას მინდტიმ გამოაქვეყნა.
კროსოვერი პოზიციონირდება როგორც მცირე ზომის, თუმცა ერთობ აგრესიული დიზაინის მქონე მოდელი. რეალური ავტომობილი, სავარაუდოდ, უფრო მოკრძალებული იქნება, მათ შორის კონცეპტ-ვერსიაც.

ვარაუდობენ, რომ სერიული მოდელი დამზადდება გამარტივებულ MEB Entry პლატფორმაზე, რომელსაც ის მომავალ „სახალხო“ ჰეჩბეკებთან – ID.Every1 და ID.2All-თან გაიზიარებს. მედიაში ვარაუდობენ, რომ ელექტროქარი მიიღებს როგორც წინა ასევე სრულ ძრავიან ვერსიებს, ერთი ან ორი ძრავით. ახალი „ბიუჯეტური“ ელექტრომობილის წარმოება ესპანეთში, პამპლონას ქარხანაში დაიწყება. იქ სადაც საწვავზე მომუშავე T-Cross და Taigo იწარმოება.