LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ი Porsche-ს ელექტრომობილების გამო 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს

109
Volkswagen-ი Porsche-ს ელექტრომობილების გამო 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს

Porsche-ს პრობლემები Volkswagen-ს 6 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება. Volkswagen AG-ში შემავალი ბრენდი სტრატეგიას ცვლის — მიზეზი ელექტრომობილებზე სუსტი მოთხოვნა, ჩინური მწარმოებლების ზეწოლა და აშშ-ის ტარიფებია. Porsche ბრუნდება შიდაწვის ძრავებზე და ჰიბრიდულ ძალოვან დანადგარებზე. ცვლილებები პირველად  მომავალ ფლაგმან კროსოვერს შეეხო. თავდაპირველად მისი სრულად „მწვანედ“ გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა ახლა Porsche მზად არის, მას შიდაწვის ძრავაც დაამატოს.

Porsche-მ პარასკევს უარი თქვა მოდელების სრულ ელექტრიფიკაციაზე. ბენზინის Porsche-ები მწარმოებლის ხაზში სულ მცირე 2030 წლამდე დარჩება, ხოლო შემდეგი შიდაწვის ძრავიანი მოდელებიც უკვე შეტანილია გრძელვადიან სტრატეგიაში. ელექტრომობილების გამოშვება კი ბაზრის ნელი განვითარების გამო, გადაიდო. ეს ასევე ეხება ახალ პლატფორმასაც, რომელზეც ისინი უნდა აგებულიყო.

ეს არის Volkswagen-ის პასუხი „საავტომობილო ინდუსტრიაში მასშტაბურ ცვლილებებზე“, — განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლიუმემ და აღნიშნა, რომ ძვირადღირებულ ელექტრომობილებზე მოთხოვნა იკლებს.

ამასთან, ზოგიერთი „ელემენტიანი“ მოდელი, რომელიც ადრე დაიგეგმა, მაინც გამოვა. მათ შორისაა Cayenne EV, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

გეგმების მასშტაბური შეცვლის შედეგად Volkswagen-მა 2025 წლის მოგების პროგნოზი შეამცირა. მოსალოდნელია, რომ ზარალი დაახლოებით 5,1 მილიარდი ევრო იქნება. თავად Porsche კი 1,8 მილიარდ ევრომდე თანხას დაკარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები