LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი – ეს მანქანა არ არის

105
Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი – ეს მანქანა არ არის

Volkswagen-ის საკულტო სოსისმა 2024 წელს გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა — კომპანიამ 8.55 მილიონი ერთეული გაყიდა, რაც ბევრად აღემატება იმავე წელს გაყიდულ ავტომობილთა რაოდენობას (5.2 მილიონი).

სოსისი Volkswagen-ის ვოლფსბურგის ქარხანაში პირველად 1973 წელს დამზადდა და დროთა განმავლობაში გერმანიის კულტურის ნაწილად იქცა. ამ პროდუქტის წარმოებას ქარხნის შიგნით 30 ადამიანი უძღვება. ღორის ხორცი, რომელიც კვირაში სამჯერ მიეწოდებათ, იჭრება და ზედმეტი ცხიმისგან თავისუფლდება – ცხიმიანობა მხოლოდ 20%-ია, როცა ტრადიციულ სოსისში მინიმუმ – 35%-ს აღწევს.

ავტომწარმოებლის სოსისი ძირითადად ვოლფსბურგის ქარხნის 17 სასადილოსა და რესტორანში იყიდება.

მიუხედავად ავტო ბაზარზე არსებული სირთულეებისა, Volkswagen-ის სოსისების ბიზნესი  აყვავებას განაგრძობს და ადგილობრივთა შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საყვარელ პროდუქტად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები