LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს

112
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

მზად ვარ, პრეზიდენტ ტრამპს შეხვდე და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან საუბარში განაცხადა.

„უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია.

მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს”,- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g