პარლამენტის ვიცე-სპიკერის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, 7-9 მარტის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციას „ლოიალური დამოკიდებულება“ ჰქონდა, რაც მისი თქმით, ოპოზიციისთვის გასაკვირია.
ჟურნალისტი კითხვაზე, რომელიც 7 მარტს აქციაზე დაშავებულ [მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა] ზაზა ბირიაშვილს ეხებოდა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს“:
„ლოიალური დამოკიდებულება თუნდაც პოლიციური ოპერაციისა, რომელიც 8 მარტს ვიხილეთ, არის გასაკვირი მათთვის და რასაკვირველია, რაც მეტი იქნება დაძაბულობა, მით ძლიერი იქნება ოპოზიციის მცდელობა, ხელისუფლება რაღაც მონსტრად წარმოადგინოს, ანუ დააბრალოს იგივე, რაც თვითონ იყო ყოველთვის.
პრემიერის მტკიცებით, 7-9 მარტის აქციების დაშლისას არავინ დაშავებულა
„როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენ, ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ, არავინ არ დაშავებულა.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეალურად, ეს სურათია, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ეს არ ხდება, სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არავინ არ მოკვდა, არავინ არ გარდაიცვალა…
იცით რაშია საქმე, გადავხედოთ რა სიტუაციას, ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები არსებობს. რეალურად, სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა, დღის წესრიგშია.“– განაცხადა გია ვოლსკიმ.