LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი დეკანოიძეზე: „ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს“

85
გია ვოლსკი და ხატია დეკანოიძე

„ესაა ნაცმოძრაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ „რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და CNN სულ საქართველოზე ლაპარაკობდაო“ გამოგვიცხადეს. დასჭირდათ და მძღოლებად დაუდგნენ გენერალ ბორისოვს, ჩვენი ბიჭების ცხედრები კი ბრძოლის ველზე მიატოვეს, უკიდეგანოდ გამდიდრდნენ.

2008-2012 წლების პერიოდი ყველაზე კომფორტულ პირობებში გაატარეს, კონსტიტუციაც მოირგეს, არჩევნებში დამარცხებას არ ელოდნენ! რა გასაკვირია, რომ შექმნილ ვითარებას რევანშის შესაძლებლობის “ფანჯარად” განიხილავენ“, – წერს გია ვოლსკი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ძალიან დიდი საშიშროებაა უკრაინის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, უსაფრთხოების სარტყელში, რომელიც უკრაინას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე უნდა შემოეკრას, ამ სარტყელში კი საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი, ასევე „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები