LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს აწარმოებს

130
#FORTUNANEWS (1)

ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. power–მა თანამედროვე ავტომობილების ტექნიკური ინოვაციები შეისწავლა და იმ მოდელების რეიტინგი შეადგინა, სადაც მათი რეალიზება ყველაზე კარგად მოხერხდა.

სპეციალისტებმა სცადეს დაედგინათ, თუ რომელ ბრენდებს ქონდათ 2020 წელს ყველაზე გამორჩეული ტექნიკური ინოვაციები და თუ როგორ მიიღო სიახლე მომხმარებელმა. რეიტინგის შესადგენად შემუშავდა ინდექსი TXI(Tech Experience Index ანუ ტექნიკური გამოცდილების ინდექსი), რაც მაღალტექნოლოგიური სერვისების ხარისხს და მათი მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს ითვალისწინებს. შედეგად „ვოლვო“ ყველაზე ტექნოლოგიურ ავტომობილად დასახელდა და ბრენდმა ინდექსი 617–ით პირველი ადგილი დაიმსახურა.

მეორე ადგილზე BMW (583) განთავსდა, მესამე კი – Cadillac(577) დაიკავა. შემდეგ მოდიან Mercedes – Benz(567) და Genesis (559). მეექვსე ადგილს Huyndai(556) იკავებს და ბიუჯეტურ ავტომობილთა შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

ყველაზე ცუდ ბრენდად ამერიკელებმა Mini დაასახელეს და მან მხოლოდ 444 ინდექსი დაიმსახურა. Tesla–მ თავისი 593 ქულა მიიღო და თან ეს იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტებს 15 შტატში ავტომფლობელთა გამოკითხვის საშუალება არ მიეცათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები