LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს, ვეგმავთ, არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს ჩემი დაპირებაა: კალაძე

129
1

თბილისის მერის განცხადებით, მერია გეგმავს, რომ უსახლკაროდ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს.

ამ დაპირების შესახებ კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ამისთვის მერია მუნიციპალურ საბინაო ფონდს ქმნის:

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს არის ჩემი დაპირება.

ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ, ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი.” – განაცხადა კახა კალაძემ.

წლიდან-წლამდე 4-6 ათასით იზრდება ქუჩაში დარჩენილ ადამიანთა რაოდენობა – “ცხოვრება” უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას ბოლომდე მიიყვანენ და ასევე, ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაფართოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g