კინოთეატრების ქსელი Cavea განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწეოდებს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე დასასწრებად დაგეგმილზე ადრე მივიდნენ.
“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია,მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე,სწორედ ამიტომ
ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები,ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”
"ძალიან ვთხოვ ხალხს შეძენილი ბილეთები დახიონ და გადააგდონ " - დეკანოზი დავით რუხაძე ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" (ვიდეო)
გავრცელდა გაუგონარი სიბილწის კადრები
შეგახსენებთ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დღეს 8 ნომერბერს შედგება. ქართული მარშის ლიდერები აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებაზე მაყურებლებს არ შეუშვებენ და სირცხვილიას კორიდორს გააკეთებენ. ფილმის პრემიერის ჩაშლას აანონსებს ლევან ვასაძეც და აბობს, რომ ფილმის ჩვენებას გათიშავს.
აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.
ვინც ამ ფილმის სანახავად წავა, მის თვისებებს შეიძენს – სასულიერო პირები ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვებთ”