ნუცა ბუზალაძე ქორწინდება. მისი რჩეული ამერიკელი მილიონერი, ცნობილი ადამიანების აგენტი, საკუთარი მარკეტინგული კომპანიის მფლობელი, დარენ პრინცია.
დარენი აქვეყნებს ნუცასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და სიამოვნებით იღებს მილოცვებს ახლობელი ადამიანებისგან:
„ვულოცავთ მომავალ მისტერ და მისის პრინცებს… მიყვარხართ!..“
„ჩემი საუკეთესო მეგობარი ქორწინდება. ორივეს გისურვებთ უსაზღვრო სიყვარულს“, წერენ დარენის მეგობრები.