LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვუსმენ ნაკლებ ინფორმაციას, ფილმსაც კი კომედიას ვუყურებ” – ნატო გელაშვილი შვილებთან ერთად სტუმრად ,,არტ-FM”-ში

13
95525171-242176933532137-3631796711678017536-n

ნატო გელაშვილი შვილებთან ერთად ,,არტ-FM”-ის ონლაინ სტუმარია. როგორ ატარებს მუსიკალური ოჯახი იცოლაციის დღეებეს ამის შესახებ მომღერალმა თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ისაუბრა და შვილებთა, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად ცოცხალი შესრულებაც შემოგვთავაზა.

გადაცემის ლაივი LIVE

მოგვიყევი დაბადებისდღის სიურპრიზის შესახებ…

ბიჭებმა მომილოცეს დაბადების დღე. მოლოცვა დაიწყო  კურიოზით, 48 წლის ნაცვლად 84 წლის აღმოვჩნდი (იცინის),  თუმცა მალევე მოხდა ხარვეზის შესწორება.

როგორ გაგყავთ თვითიზოლაციის დღეები?

არიან ბიჭების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ქაოსს ქმნიან სახლში, თუმცა ესენი მხოლოდ თავის ოთახში იმყოფებიან და დანარჩენ ოთახებს იშვიათად იყენებენ, ამიტომ სახლის დალაგებაში არ მიშლიან ხელს. თვითონ იკეთებენ ყველაფერს, მაქსიმალურად ცდილობენ არ შემაწუხონ და ხელი შემიწყონ სახლის საქმეებში. ლუკა და გიო ემზადებიან სიმღერის პრემიერისთვის და როგორც კი დამთავრდება ეს პანდემია აუცილებლად გესტუმრებიან. სიმღერა არის ძალიან სახალისო და დადებითი ხასიათის, რომელიც ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება. ხან მხიარულად ვართ, ხან სევდიანად, თუმცა არ შეგეშინდეთ ჩვენც თქვენ დღეში ვართ,  ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ.

როგორ უნდა გავატაროთ თვითიზოლაციის დღეები მხიარულად, რას ურჩევდით ჩვენს მსმელეს?

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ლამაზად დაღამდეს. ვუსმენ ნაკლებ ინფორმაციას, ფილმსაც კი კომედიას ვუყურებ, ხან მეგობრებს ვესაუბრები ინტერნეტის მეშვეობით.

ლუკა ჭოხონელიძე:

ბევრი ამბობს, რომ ამ თვითიზოლაციის პერიოდში ოჯახმა უკეთ გაიცნო ერთმანეთი, ჩვენ ეს პრობლემა არასდროს გვქონია, უბრალოდ სამსახურის და სწავლის გამო ვერ ვახერხებდით ხშირად ერთად ყოფნას, ამ პერიოდმა კი ეს ყველაფერი შეგვივსო. ამისთვის რაღაც დონეზე მადლობა „კორონას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები