2026 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე წამყვანის, კონან ო ბრაიანის ერთ-ერთმა ხუმრობამ მაყურებელიც და დარბაზშიც მყოფი ვარსკვლავები გააოცა.
„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია
საღამოს გახსნის მონოლოგის დროს კომიკოსმა საკმაოდ უხერხული და პირდაპირი ხუმრობა გააკეთა სკანდალურად ცნობილ ფინანსისტზე, ჯეფრი ეპშტეინზე, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მან საუბარი დაიწყო იმ ფაქტით, რომ წელს მთავარ კატეგორიებში ბრიტანელი მსახიობები თითქმის არ იყვნენ ნომინირებული. ამის შემდეგ მან თქვა:
„ეს პირველი შემთხვევაა 2012 წლის შემდეგ, როცა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ბრიტანელი ნომინანტები არ არიან. კარგი, მაგრამ ჩვენ მაინც ვაპატიმრებთ პედოფილებს…“
ხუმრობამ დარბაზში საკმაოდ უხერხული რეაქცია გამოიწვია. სტუმრებმა ნერვიულად გაიცინეს.

