LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებები ვუსურვოთ გაბის, პარასკევს ჩაუსვამენ კათეტერს, რომელიც ასევე ოპერაციაა“ – პატარა გაბრიელის დედა შვილის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

302
გაბრიელ ჩადუნელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის და რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს და გულშემატკივრობს, რამდენიმე დღის წინ სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

„მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ძლიერი და ჯიუტი… გვითხრეს, რომ ამ წონაზე სიცოცხლის შენარჩუნება ეს უკვე მიღწევაა… ამ თვალებციმციმას ჩაქრობის უფლება არ აქვს არა!“ – პატარა გაბრიელის დედა შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაბიელის მდგომარეობის შესახებ მისი დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას 19 ივლისს მორიგ ოპერაციას გაუკეთებენ.

„გაბის პარასკევს ჩაუსვამენ კათეტერს, რომელიც არის ასევე ოპერაცია. კათეტერი ყენდება კისერში. ისევ ნარკოზით, ერთსაათიანი ოპერაცია ან შეიძლება ცოტა მეტიც.

რთული არ არის და არც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენი ბავშვისთვის ნემსის გაყრაც კი რისკია.

წარმატებები ვუსურვოთ გაბის“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

„კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის… ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში, არ ვიცი, წინ რა გველოდება, თუმცა ის ვიცი, რომ ბავშვი უკეთესად იქნება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პატარა გაბრიელის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები