LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის… ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში, არ ვიცი, წინ რა გველოდება, თუმცა ის ვიცი, რომ ბავშვი უკეთესად იქნება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პატარა გაბრიელის დედა

376
გაბრიელ ჩადუნელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, საზოგადოება კარგად იცნობს.

„ცოტა მატება გვაქვს… თავს ნორმალურად ვგრძნობთ, ვაგრძელებთ ბრძოლას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პატარა გაბრიელის დედა

გაბრიელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ინტენსიურად უზიარებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე.

თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ გაბრიელს ორ დღეში ბერლინში, საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიღებენ.

„წინასწარ თქმას ვერიდებოდით, თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი, თქვენც გაგიზიარებთ. 13-ში გერმანიაში მივდივართ, ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო, რომ მიიღებდნენ, თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.

ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში. არ ვიცი, წინ რა გველოდება, თუმცა ის ვიცი, რომ ბავშვი უკეთესად იქნება. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია, არანაირი ინფექცია არ აქვს, ასე რომ, დრო ახლა არის, რომ მომავალში არ ვინანო.

ბილეთები ნაყიდი გვაქვს, ჩავალთ თუ არა, ჩაბარებაზე მალევე დავიწყებთ ფიქრს და თანხას აღარ მოვითხოვ აღარავისგან. თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი, თქვენ რომ არა, ზუსტად ვიცი, ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი. როგორც კი ვიმკურნალებთ, უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით, ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას, მიყვარხართ!

კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს, ვიცი, რომ ბავშვს მაინც დაიტოვებენ და უმკურნალებენ, მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი, მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის, რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.

პირადი ნომერი: 25101051767 მიმღები – დედა, თამარ ბარბაქაძე“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

„ძალიან კარგი ანალიზები გვაქვს, 4 დღეში 100 გრამი მოიმატა, თუ ყველაფერი ასე წავა, 6 თვეში საოპერაციოდ ჩამოვიყვანთ, ერთადერთი სამწუხარო, რაც დღეს გავიგეთ, კვების ფასია“ – რას წერს პატარა გაბრიელის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები