LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“ – დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატები

122
მზია ამაღლობელის ადვოკატები

„მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“, – განცხადება ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ადვოკატების თქმით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო.

ადვოკატების განცხადებითვე, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები:

„მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ წარვადგენთ შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო. მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც ამ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს“,– განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

„ყოველი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების“ – ზურა ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.

ჟურნალისტის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში:

„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ: 1. სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან; 2. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; 3. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი; 4. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი; 5. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. 6. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო; 7. საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, – განაცხადა მწარიაშვილმა.

ირაკლი ზარქუა: „მზია ამაღლობელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ, „ეს კინო ნანახი გვაქვს“ სააკაშვილის სახით – მინდა ევროპარლამენტარებს მივმართო: სახლში გაუშვებდით, თქვენს ქვეყანაში პოლიციელს თუ ვინმე ხელს გაარტყამდა?“

„არავის ექნება ინდულგენცია, თუ შიმშილობას დაიწყებს, რომ გამოუშვებენ. არის კონკრეტული ბრალდება, დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტენ, რა და როგორ იქნება“ – ამბობს ირაკლი ზარქუა.

ცნობისათვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ნინო ქათამაძე: „თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია“ – მოსამართლემ ცხრა პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ შორისაა მუსიკოსი ნინო ქათამაძეც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g