LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წავალთ სტრასბურგამდეც, დავამტკიცებთ, რომ უდანაშაულოა” – ადვოკატი გიორგი სახელაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

99
news-33819

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის გიორგი სახელაშვილის ადვოკატი გეგმავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ ვერ გაბედა, რომ 6 თვიანი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, პირდაპირ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა, რის გამოც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.

“აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, წავალთ სტრასბურგამდეც და დავამტკიცებთ, რომ სახელაშვილი უდანაშაულოა”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლემ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სამივე პირს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომლის ვადაც დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი, სავარაუდოდ, დღესვე გათავისუფლდება.

ამავე თემაზე:

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

სრული მწვანე შუქია, შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ – ჟიჟილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მაქვს განცდა, რომ შეგნებულად მატყუებთ, სასამართლოს კრიტიკას არ ვაპირებ – მდინარაძე სანაიას საქმის გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g