ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, მკითხველს მისი ცხოვრების განვლილ გზაზე უყვება.
ოპერის მომღერალი იხსენებს კონკურსს, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ქეთევან ქემოკლიძე ამავე ინტერვიუში მეორე ნახევარზეც საუბრობს.
„წავედი ჩემი მეგობრის კაბით, ჩემი მეორე მეგობრის ფეხსაცმლით, კაპიკ-კაპიკ შეგროვებული ფულით. ამ კონკურსმა მომიტანა დიდი გამარჯვება. უგამოცდოდ ჩავირიცხე ლა სკალას აკადემიაში…
მეცოსოპრანოს როლების 70% მოდის ესპანელ პერსონაჟებზე. მეცოსოპრანოს მომღერლები ტემპერამენტიანები არიან, აქედან გამომდინარე, ესპანელი პერსონაჟებიც, ამიტომ ხდება გადაკვეთა. მსოფლიოს საოპერო სცენაზე ძალიან ბევრი ქართველი მეცოსოპრანოა. ჩვენი ქართული ხასიათი ძალიან უხდება ესპანურ ხასიათს… ღმერთმა მიმიყვანა იქ, სადაც უნდა მივსულიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო…
ჩვენი სიყვარული უკვე 20 წელს ითვლის. სანდროს ბავშვობიდანვე ვიცნობდი, მაგრამ ახალგაზრდობაში გავმიჯნურდით… მე და ჩემი მეუღლე ყველანაირად განსხვავებულები ვართ და ამით უფრო ვავსებთ ერთმანეთს“, – აღნიშნავს ოპერის მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
