LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება – თურნავა

53
258184810-4591847054238251-1770369332251668459-n

2021 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 38,5%-ით და თითქმის 40%-ით გაზრდილია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესსექტორის ბრუნვამ 40.5 მილიარდ ლარს მიაღწია.

„ბრუნვა გაზრდილია ფაქტობრივად ყველა სახეობის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის სხვადასხვა დარგში. მაღალი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება განთავსებისა საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის მიმართულებით, ეს არის რესტორნები და სასტუმროები, სადაც 86%-მდე არის გაზრდილი ბრუნვა.

გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა მომატებულია 41,4%-ით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. სხვა ბიზნესსექტორებშიც ასეთივე მაღალი ზრდა არის. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და რამაც მოგვცა შესაძლებლობა, წელს მილიარდ სამასი მილიონი ლარით გაგვეზარდა ჩვენი ბიუჯეტი. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, მსხვილი ხარჯები იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები