LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, საქართველოდან სამოგზაუროდ 19 ათას ადამიანზე მეტი წავიდა

61
d8feedfc73844a76bf642764f2a2731b-18

საქართველოდან მიმდინარე 2021 წლის პირველ სამ თვეში საზღვარგარეთ სხვადასხვა მიზნით სამოგზაუროდ 19.2 ათასი ადამიანი წავიდა, ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87.2%-ით ნაკლებია (2020 წლის პირველ კვარტალში 150.8 ათასი ადამიანი წავიდა).

მოგზაურთა რაოდენობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება: 15-დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე – 22.4% (4.3 ათასი) მოდის; 31-დან 50 წლამდე – 51.2% (99.9 ათასი მოგზაური); 51-დან 70 წლამდე – 25.5% (4.9 ათასი მოგზაური); 71 წელს გადაცილებული პირებზე კი 0.9% (0.2 ათასი).

ინფორმაციას საქსტატი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები