არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ warner bros. discovery – დან მიიღო წერილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მისი ფილმის პრემიერის შესახებ.
„ზოგს სჯერა, ზოგს არა, მაგრამ წერილი მოვიდა warner bros. discovery – დან. ჩემი ფილმის წინასაპრემიერო თარიღი არის 5 დეკემბერი, პოლონეთში. 12 დეკემბერს ფილმის პრემიერა გაიმართება HBO max-ზე“,- ამბობს თამუნა მუსერიძე.
