LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WhatsApp-ით ნებისმიერი ფორმატის ფაილის გაგზავნა შესაძლებელი იქნება

128

სულ მალე, WhatsApp-ს ახალი და საკმაოდ სასარგებლო ფუნქცია დაემატება: კერძოდ კი, მესენჯერის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ფორმატის ფაილების გადაგზავნა. ამასთან, არამარტო ცალკეულ მომხმარებლებთან, არამედ ჯგუფებთან.

ფაილების მაქსიმალური მოცულობა 128 მეგაბაიტი იქნება iOS-თვის, 100 მეგაბაიტი – „ანდროიდისთვის“, ხოლო 644 მეგაბაიტი – WhatsApp Web-სთვის.

შეგახსენებთ, რომ WhatsApp, ისევე, როგორც სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“, „ფეისბუქს“ ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები