LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინ ამერიკა, უფრო ხმამაღლა“ – ჯენიფერ ლოპესმა ხმა ჯო ბაიდენს მისცა

73
safe-image (1)

ის, რომ ვარსკვალვების უმეტესობამ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯო ბაიდენს მისცა, სიახლეს აღარ წარმოადგენს. ყოველდღიურად მსახიობები, მომღერლები, უბრალოდ ცნობადი სახეები სახალხოდ აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ არჩევანს. ცოტა ხნის წინ 51 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა და საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდა. არტისტმა საკუთარი არჩევანი ღიად დააფიქსირა და თქვა, რომ მხარს ჯო ბაიდენს უჭერს.

„წინ ამერიკა, უფრო ხმამაღლა“– წერს ჯეი ლო და სამკერდე სტიკერით „go vote“ პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები