LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია – დავით სერგეენკო

sergeenko

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არიან გარდაცვლილები. დაშავებულების შესახებ მას ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

სერგეენკოს განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალება მხუთავმა აირმა, CO-მ გამოიწვია.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 7 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ეს არის მხუთავი აირით, CO-თი გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადგილზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, მალე გვექნება შედეგები. ამ 7 ადამიანის გარდაცვალება დადასტურებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. დაშავებულები არ არიან, სამწუხაროდ, 7 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი,“ – განაცხადა სერგეენკომ.

magti 5g