წითელი ფარნების ქუჩაზე სასეირნოდ ტურისტებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება ამიერიდან შეიზღუდება. უფრო ზუსტად კი, უცხოელთა ჯგუფს, რომელშიც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, ცნობილ ქუჩაზე გასასეირნებლად ქალაქის საბჭოს ნებართვა დასჭირდება. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი არალეგალური ტურების გაკონტროლებაა. უფრო მეტიც, 20 ან მეტი ტურისტისგან შემდგარ ჯგუფს წითელი ფანრების ქუჩაზე გავლა საერთოდ აეკრძალება. ამსტერდამის ცენტრი მუდმივად ტურისტებითაა სავსე, რაც ადგილობრივებს ძალიან აწუხებთ. ამიტომ, ხელისუფლება არამხოლოდ ექსკურსიებს შეზღუდავს, არამედ ახალი რესტორნებისა თუ სუვენირების მაღაზიების გახსნასაც აკრძალავს. საინტერესოა, რომ ამჟამად ქალაქის ცენტრში ტურისტებისთვის განკუთვნილი 280 მაღაზია მდებარეობს.