LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრის რეკომენდაციები: კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გაიმართა

151
89470100-598992230653990-6386554822270648320-n

საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.

კამპანიის ფარგლებში, დარიგდა საინფორმაციო მასალები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.

საქართველოს წითელი ჯვარი მოსახლეობის ინფორმირებისთვის მსგავს ღონისძიებებს რეგულარულად მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები