LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლების მანძილზე ვმსახურობდი ჯვრის მონასტერში, ჩვეულებრივად მიდიოდა გარე ვაჭრობა” – მამა თეიმურაზ ქორიძე

mama

მამა თეიმურაზ ქორიძე ჯვრის მონასტრის დახურვას ეხმიანება. როგორც ის ამბობს, მოვაჭრეებს ლუკმას არავინ ართმევს, მათ წლებია მხოლოდ ჯებირებს მიღმა გადასვლას თხოვენ.

როგორც ის წერს, ხუთი წლის წინ მსახურობდა მონასტერში და მაშინაც იგივე სიტუაცია იყო.

იმის მიუხედავად, რომ მამა თეიმურაზ ქორიძე მონასტრის დაკეტვის ფორმას არ იწონებს, ამბობს, რომ მდგომარეობა ნამდვილად გამოსასწორებელია.

“ვიცოდეთ სიმართლე!

წლების მანძილზე ვმსახურობდი ჯვრის მონასტერში…

ვინც მიცნობს კარგად იცის ყველაფერი…

ჩემი იქ ყოფნის პერიოდშიც, დაახლოებით 5 წლის უკან – იქ ჩვეულებრივად მიდიოდა გარე ვაჭრობა და არავინ არავის ხელს არ უშლიდა, პირიქით.

შემდგომ მოხდა ისე, რომ გაიზარდა გარემოვაჭრეთა რაოდენობა და ჯვრის მონასტრის შესასვლელი სრულებითაც არ მოგაგონებდათ ტაძრის შესასვლელს, დაახლოებით ორი ათასიანი წლების “დეზერტირების” ბაზრობას ჰგავდა. უბრალოდ გული გეტკინებოდა ქართველ კაცს იმის დანახვაზე და ტურისტს კი, გული გაუსკდებოდა და სრულებითაც ვერ წარმოიდგენდა, რომ უძველეს ქართულ კულტურას უნდა ზიარებოდა, რადგან მისი შესასვლელი უკულტურობის ძეგლს ჰგავდა.

შემდეგ მამების აურაცხელი თხოვნით გარემოვაჭრეების მიმართ,რომ ისინი ჯებირებს იქით გადასულიყვნენ და იქ ევაჭრათ მოჰყვა მათი პროტესტი… 

ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა თვითნებურად დაკეტეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, გოგიტა კაპანაძის თქმით, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს

მათ ამ ადგილიდან არავინ არ ყრის ! და არც ლუკმას ართმევს, აქ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა , მოვაჭრეები გადავიდნენ ჯებირებს იქით და ვაჭრობა იყოს ცივილიზირებული. არავინ არ ითხოვს მათ გაყრას ! მხოლოდ ჯებირებს იქით გადასვლას ! რათა სტუმარს თუ მასპინძელს მოხერხებულად,ცივილურად, კულტურულად მოუწიოს ტაძარში შესვლა და სურვილის შემთხვევაში ვაჭრობა. მერია თავს არიდებს(როგორც ჩანს) საკუთარ პასუხისმგებლობას,რომ კომფორტულად მოაწყოს სავაჭრო სივრცე.რაც შეეხება ტაძრის დაკეტვას, ჩემი აზრით, სხვა ფორმით შეიძლებოდა ამ პრობლემასთან ჭიდილი, რადგან მინიმუმ გასათვალისწინებელია იმ პილიგრიმის მდგომარეობა,რომელმაც ასეულობით კილომეტრი გამოიარა მის სანახავად და სალოცავად.

ეს ხალხი კი – მოვაჭრეები , არიან უბრალოდ მსხვერპლი ამ ცირკისა, რომელიც ტელევიზიებმა დადგეს!

მე მხოლოდ ორი ტელევიზიის სიუჟეტი ვნახე და რუსთავი ორს და იმედს – ვეტყვი, რომ ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს!

სიმართლეს და არა ცირკის კლოუნადას. 

გარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო - რატომ დაიხურა ჯვრის მონასტერი

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვა გარევაჭრობას უკავშირდება.

არ მინდა, რომ ცრუ ინფორმაციის ქვეშ იყოთ და ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე.

დასკვნა და განსჯა თქვენთვის მომინდია.

ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!,” – წერს მამა თეიმურაზ ქორიძე.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი ორშაბათს მღვდელმსახურებმა თვითნებურად დაკეტეს. საპატრიარქო 20 იანვრამდე ისვენებს, შესაბამისად ოფიციალურ პოზიციას, დასვენების შემდეგ დააფიქსირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g