LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს“ – როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

394
12

5 ივნისს, ხაშურში დაშავებული ნანა ხიხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ხაშურში 9 წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი უგონო მდგომარეობაში

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი გვიან ღამით რეანიმობილით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალის მდგომარეობის შესახებ Ambebi.ge-სთან ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი საუბრობს და ამბობს, რომ ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­ლო­დე­ბით პა­სუ­ხებს, გუ­შინ­ვე გა­იგ­ზავ­ნა მა­სა­ლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. მარ­თა­ლია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი საკ­ვებ­ზე ცალ­კე ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას, მაგ­რამ ჩვენ და­მა­ტე­ბით ბი­ნი­დან პო­ლი­ცი­ის მიერ ამო­ღე­ბულ საკ­ვებ­საც ვაგ­ზავ­ნით ახლა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და იქაც მოხ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ლუ­გა­რის პა­სუ­ხი არა­ფე­რი არ მაქვს და ჯერ არ ვი­ცით, რო­დის მოვა პა­სუ­ხე­ბი.

გუ­შინ ჩა­ვი­და კუ­ჭის შიგ­თავ­სის მა­სა­ლა და და­მა­ტე­ბით ვაგ­ზავ­ნით საკ­ვებს. გო­რი­დან მი­აქვთ ახლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ. ლუ­გარ­მა გვთხო­ვა ისიც გა­მო­აგ­ზავ­ნეთ და იმა­საც შე­ვა­მოწ­მებ­თო.

პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ცით, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როც ატა­რებს ექ­სპერ­ტი­ზას სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­წო­დე­ბულ მა­სა­ლა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დე­დას, აქე­დან ისევ ისე, ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნეს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად“, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ხა­შუ­რის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ჩი­ქო­ვა­ნი.

შეგახსენებთ, ხაშურში, სამ­სა­ხუ­რი­დან სახლში დაბრუნებულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს 9 წლის შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. ქალი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g