LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუხილი ჩვენამდეც მოვიდა…საკვების მიწოდება ჯერჯერობით “ლანჩბოქსებით” იქნება შესაძლებელი: ეკატერინე ხუციშვილი

176
ewfwef

ეს წუხილი ჩვენამდეც არის მოსული, – ასე ეხმიანება სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ხუციშვილი მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ კერძო სკოლებში კვებასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყობა მოხდა.

ეკატერინე ხუციშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განმარტა, რომ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლას ჯერჯერობით არ ეძლევა უფლება, რომ სკოლაში ფუნქციონირებდეს კვების ობიექტი ან სასადილო.

დღევანდელი დღე იყო საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ სკოლებმა: ეკატერინე ხუციშვილი

“ამ შემთხვევაში ის რეგულაციები ვრცელდება, რომელიც შემუშავებულია “იზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვის შესახებ” მთავრობის დადგენილებით და რომელიც, რესტორნებისთვის არის სახელმძღვანელო. როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში დასაშვებია “ლანჩბოქსებით“ საკვების მიტანა“.- განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება პირბადის ტარებას, ხუციშვილის განმარტებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ხოლო თუკი ბავშვი პირბადის გარეშე გამოცხადდება, ხუციშვილის თქმითვე, სკოლა საკუთარი რეზერვიდან უზრუნველყოფს პირბადით მომარაგებას.

„თუმცა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს იზრუნონ საკუთარი შვილების ჯანმრთელობაზე და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე”.- განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

ამგვარ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, მიუღებელია: ეკატერინე ხუციშვილი ლომჯარიას პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g