გორის მონაკვეთზე პოლიცია იმ პირის დაკავებას ცდილობს, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მოქალაქე, რომელსაც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული, წესი დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.
ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია - მარინა ეზუგბაია
"ორი ინფიცირებულის წყარო დადგენილია. მათ კონტაქტი ჰქონდათ ჩვენთან მოთავსებულ პაციენტთან".
მათივე ინფორმაციით, მოქალაქე ოზურგეთი-თბილისის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გაქცევა სცადა.
“ფორტუნა” აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს დაუკავშირდა. უწყებაში ინფორმაციას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევათა უახლეს სტატისტიკას, ოფიციალურ გევრდზე განათავსებენ.