LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, პროფესორი ირაკლი კობახიძე წლებია მრავალი თაობის აღმზრდელია თსუში – მისი შრომები სანიმუშო მაგალითად დარჩება“ – დავით მათიკაშვილი

223
დავით მათიკაშვილი და ირაკლი კობახიძე

„ერთი რამ მაინც უნდა ითქვას ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდების გასაგონად, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, პროფესორი ირაკლი კობახიძე უკვე მრავალი წელია მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თსუში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტიის თავმჯდომარისთვის რუსული რუბლების დაყრის ფაქტს გამოეხმაურა.

მათიკაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და ამ „უღირსად მოქცევის მცდელობაში „ფრანკლინის კლუბი“ დაადანაშაულა. თქვა, რომ კლუბი ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ყოვლად სამარცხვინო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორიოდე დღის წინ. ბოლშევიზმის და ულტრა ლიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში ირაკლი კობახიძესთან უღირსი მოქცევა სცადა კრებსითმა ფრანკლინის კლუბმა.

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა

"ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი"

იმ ფრანკლინის კლუბმა, რომელმაც შეგნებულად თუ უვიცობით ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან დამწერლობას და ანბანს, ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს.

სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორად კი, ამორალურობის მეხოტბეების მიერ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა, არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება იმისთვის, რომ რადიკალიზმის ბოროტ სულისკვეთებაში კარგად გაერკვეს, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზაციას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

მისივე თქმით, უახლოეს წარსულში მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა, ასევე, მათ უსამშობლო იდეოლოგიასთან დაკავშირებულმა სხვა სადისტმა დამნაშავეებმა მთელი თაობები ჩარეცხეს, დააპატიმრეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ის ღვაწლმოსილი ადამიანები, ვისთვისაც წესით რჩევა უნდა ეკითხათ. მათიკაშვილის განცხადებით, ისინი არ აკლებდნენ მცდელობას, რომ ახალგაზრდების მსოფლმხედველობა დაემახინჯებინათ.

დეპუტატის განცხადებითვე, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სადიზმისგან და ამორალობისგან გაათავისუფლა.

მდინარაძე თსუ-ში მომხდარზე: „ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები“

„ერთი რამ მაინც უნდა ითქვას ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდების გასაგონად, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, პროფესორი ირაკლი კობახიძე უკვე მრავალი წელია მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თსუში, მისი შრომები და განსაკუთრებით, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ნაშრომი საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად.

ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას, ფრანკლინის კლუბის ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე, და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული“. – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები