LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალში გადაყრილი 560 მილიონი ლარი – C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

1207
წამალი

თითქმის 600 მილიონი, რომლითაც  C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იყო შეძენილი, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშში წერია, რომ აღრიცხულია C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

საუბარია შემდეგი რაოდენობის ვადაგასულ მედიკამენტებზე: 1 222 ცალ ინტერფერონზე, 5 547 რიბავირინზე, 2 268 ზეპატიერზე, 16 834 სოვალდისა და 205 003 ჰარვონზე.

„სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება“, – წერია ანგარიშში.

სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები