LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

138
გზა

თბილისის მერიის განცახადებით, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. მათივე ცნობით, საჭიროა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება.

„ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება.

უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავი N503 და N481 მიკროავტობუსები დროებით შეაჩერებენ მგზავრთა მომსახურებას. მოქალაქეებს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g