პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ამბავი 2017 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და ამერიკელი მსახიობის კავშირი თავდაპირველად ბრიტანეთის დედოფლისთვის მიუღებელი იყო, თუმცა ჰარის მონდომებით, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მათ სურდათ და ნოემბერში პრინცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა. ქორწილი, რომელსაც 2018 წელს ყველაზე მეტად მოელიან, 19 მაისს არის დაგეგმილი.
პრინცესა ევგენია და ჯეკ ბრუკსბენკი
შემოდგომაზე სამეფო ოჯახში კიდევ ერთ ქორწილი იგეგმება. ელიზაბეტ მეორის შვილიშვილი ცოლად ბიზნესმენ ჯეკ ბრუკსბენკს მიყვება. წყვილს რომანი 7 წელია აქვს.
პერის ჰილტონი და კრის ზილკა
კრისმა საყვარელ ქალს ხელი გასული წლის ბოლოს სთხოვა და ეს ფაქტი ჰილტონმა სოციალურ ქსელში გაახმაურა. სასტუმროების ქსელის 37 წლის მემკვიდრე ქორწილის შემდეგ მეუღლის გვარზე გადასვლას გეგმავს.
ედ შირანი და ჩერი სიბორნი
მუსიკოსმა ბავშვობის სიყვარულს ხელი ახალი წლის ღამეს სთხოვა და ამის შესახებ „ისნტაგრამზე“ გააზიარა. „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, ისევე, როგორც ჩვენი კატები“, – დაწერა ვარსკვლავმა.
როუზ ლესლი და კიტ ჰარინგტონი
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები, რომლებიც სერიალშიც შეყვარებულებს თამაშობენ, რამდნიმე თვის წინ დაინიშნენ. წყვილი 5 წელია ერთად არის, ცოტა ხნის წინ მათ ინგლისის დასავლეთით საერთო სახლიც შეიძინეს და საცხოვრებლად გადავიდნენ.
ლედი გაგა და კრისტიან კარინო
ტეილორ კინისთან დაშორების შემდეგ, ლედი გაგამ რომანი თავის აგენტთან, კრისტიან კარინოსთან გააბა. წყვილი ზაფხულში დაინიშნა, 2018 წელს კი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ.
გვინეტ პელტროუ და ბრედ ფელჩაკი
კრის მარტინთან დაშორების შემდეგ, პელტროუს რომანი ბრედ ფელჩაკთან აქვს. 45 წლის მსახიობმა და 46 წლის პროდიუსერმა ნიშნობის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს.
ჯონ სინა და ნიკი ბელა
ცნობილმა რესტლერმა და მსახიობმა საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ რინგზე სთხოვა. შემდეგ კი ყველაფერი ისე იყო, როგორც ხდება ხოლმე: ნიკიმ თანხმობა უთხრა და შემდეგ მათ ერთმანეთს აკოცეს.
დემიენ შაზელი და ოლივია ჰამილტონი
„ოსკარის“ აღების დროს, დემიენ შაზელი საყვარელ ქალზე იყო შეყვარებული. ცნობილმა რეჟისორმა ოლივიას ხელი 2017 წლის ოქტომბერში სთხოვა. დემიენისთვის ეს რიგით მეორე ქორწინება იქნება.
შაკირა და ჟერარ პიკე
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მათ დაშორებაზე ბევრს საუბრობდნენ, წყვილი კვლავ ერთად არის და ორი საერთო შვილის აღზრდას განაგრძობს. წლის ბოლოს პიკემ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, ხოლო მიმდინარე წელს ისინი ქორწილის გადახდას გეგმავენ.








